ჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილი, მისი მიზანია, თავიდან მოიშოროს - გიული ალასანია კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

გიული ალასანიას თქმით, ირაკლი კობახიძის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე თავიდან მოიშოროს.

"ჩემთვის მისი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენთან ხო სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან, ეს არის განსხვავება" , - თქვა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტების კლინიკაში შესვლას, გიული ალასანიას თქმით, ის რომ პენიტენციურ სამსახურს განჩინება ჯერ არ ჩაბარებია, ეს კანონდარღვევაა.

"ეს არის კანონდარღვევა, რას ნიშნავს განჩინება არ გადაეცა, როგორც კი განჩინება გამოიცა, ის მაშინვე უნდა მიეცეს და აღსრულდეს, წესი ასეთია", - თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, 25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ადვოკატის ინფორმაციით, განჩინება შესაძლოა პენიტენციურს დღეს ჩაბარდეს "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დღეს საღამოს, ან ხვალ დილით შევიდნენ.
ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი