რომელი კომპანია ჩაანაცვლებს McDonald's-ს რუსეთში? | სავარაუდო სახელწოდებები ცნობილია

გამოქვეყნდა:

McDonald's-მა რუსეთში ბრენდების შესაძლო სახელები დაარეგისტრირა, იმ კომპანიისთვის, რომელიც რუსეთში მისი სწრაფი კვების რესტორნების მფლობელი გახდა. სახელებს შორის არის "Fun and Tasty"  და "The Same One".

მსოფლიოს უმსხვილესი ბურგერების ქსელი რუსეთში 850 რესტორანს ფლობს, რომელსაც ადგილობრივ ლიცენზიანტზე, უკრაინაში რუსეთის ომის პასუხად და ქვეყნის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე, ყიდის.

კომპანიამ პარასკევს განაცხადა, რომ სავაჭრო ნიშნებიდან, რომლებიც "როსპატენტში" დაარეგისტრირა, საბოლოოდ ერთი ბრენდი შეირჩევა. მათ შორის,ასევე, იყო სავაჭრო ნიშნები, "Just Like That" და "Open Checkout".

McDonald's, რომელიც რუსეთში რესტორნების 84%-ს ფლობა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც რუსეთის ბაზარი თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი