ადვოკატებს სასამართლოს განჩინება ჩაბარდათ - "ემპათიას" ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, დღეს მოინახულებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს გამოცემიდან მეექვსე დღეს ჩაბარდათ სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებს საშუალება ეძლევათ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ და ექსპერტიზა ჩაატარონ. 

განჩინების აღსრულება პენიტენციურ სამსახურს ევალებოდა. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მინისტრ რატი ბრეგაძის უწყება კანონის აღსრულებას მიზანმიმართულად, ბიუროკრატიული პროცედურებით აჭიანურებდა.

ფოტო: მთავარი არხი.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა. 

"ემპათიას" კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან, სავარაუდოდ, დღესვე შევლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი