ლავროვი თურქეთში ჩავა უკრაინიდან პროდუქციის ექსპორტისთვის, პოტენციური დერეფნის გახსნის განსახილველად

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, 8 ივნისს თურქეთში ჩავა, რათა განიხილოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის პოტენციური საზღვაო დერეფნის გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ლავროვი ეწვევა თურქეთს "მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხოების დერეფნის გახსნის საკითხზე, რომელიც ასევე მოიცავს ხორბლის (გადაზიდვას) შავ ზღვაში".

"ჩვენ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ვგეგმავთ სტამბოლში ცენტრის შექმნას დერეფნის დასაკვირვებლად", - თქვა ჩავუშოღლუმ სატელევიზიო ინტერვიუში.

უკრაინის პორტები გარშემორტყმულია რუსული ძალების მიერ, რაც აფერხებს ხორბლის და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს.

ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს თურქეთთან კოორდინაციით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი