მარიუპოლის პორტიდან რუსეთის მიმართულები გავიდა გემი, რომელიც ლითონითაა დატვირთული

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ საპორტო ქალაქ მარიუპოლის აღების შემდეგ პირველად, პორტი ერთ-ერთმა გემმა დატოვა. ის 25 000 ტონა ლითონის ფურცელი დატვირთული. 

თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ლიდერის თქმით, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს, ამბობს, რომ გემი RM-3 დასავლეთ რუსეთში, როსტოვისკენ მიემართება.

დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის "მილიციის" პრესსამსახური ამბობს, რომ გემი რუსეთის სპეცრაზმისა და საზღვაო ძალების დაცვის ქვეშ დატვირთეს.

ცნობისთვის, უკრაინამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ქვეყნიდან ისეთი პროდუქტების მოპარვაში, როგორიცაა მარცვლეული და ლითონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი