
დასცინის კლანის მოსამართლეებს. როგორ შეიძლება ასეთი უვიცობა და უნიჭობა აჩვენონ დასაბუთების ნაწილში - ამბოსბ ეკა ხერხეულიძე, რომელმაც ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა და განცხადება გააკეთა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების დასაბუთებაზე, რომელიც ნიკა გვარამიას ადვოკატებს გუშინ ჩაბარდათ:
"დასცინის კლანის მოსამართლეებს. როგორ შეიძლება ასეთი უვიცობა და უნიჭობა აჩვენონ დასაბუთების ნაწილში, იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, ნიკა გააგრძელებს შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას და თავისთავად, ის რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, ერთი ფაქტითაც დასტურდება, რომ უმეტესი ნაწილი არის სამოქალაქო და სინამდვილეში, ადამიანი გასამართლებულია სისხლის სამართლის დანაშაულით" ამბობს ხერხეულიძე
დასაბუთებულ ნაწილს თავად ნიკა გვარამია სპეციალური გზავნილით გამოეხმაურა, რომელიც მისმა ადვოკატმა წაიკითხა.