"რადამ" ახალი დღესასწაული - უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესმა "რადამ" ახალი დღესასწაული - უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე დააწესა. უკრაინა ამ დღეს 28 ივლისს აღნიშნავს. რეზოლუციას მხარი 257-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესასწაულის დაწესება, 24 მაისს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დააანონსა. 

ზელენსკიმ განმარტა, რომ ახალი დღესასწაულის შემოღება არის იმის ნიშანი, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა არა 30, არამედ 1 000 წელზე მეტისაა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ამოსავალ წერტილად კიევის დაარსების წელი მიაჩნია, ხოლო დღესასწაული 28 ივლისს აღინიშნება. 

ცნობისთვის, 28 ივლისს ტრადიციულად მართლმადიდებლები აღნიშნავენ, კიევის რუსეთისა და პრინცი ვლადიმერ წითელი მზის ნათლობის დღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი