შედეგი მინუს ათობით მილიარდი ევროა, რომელსაც რუსეთი ტერორის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენებს | ზელენსკი EU-ს სანქციებზე 

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მეექვსე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ამ ომის გამო. პაკეტი შეთანხმებულია. მისი დამტკიცება და ძალაში შესვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მაგრამ პაკეტის ძირითადი ელემენტები უკვე ნათელია და რაც მთავარია, ვიცით - მისი მიმართულება. ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვნად შეზღუდონ ნავთობის იმპორტი რუსეთისგან. და მადლობელი ვარ ყველას, ვინც იმუშავა ამ შეთანხმების მისაღწევად. პრაქტიკული შედეგი არის მინუს ათობით მილიარდი ევრო, რომელსაც რუსეთი ახლა ვერ გამოიყენებს ტერორის დასაფინანსებლად"

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი