იდენტიფიცირებულია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი დაახლოებით 600 პირი - ვენედიქტოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უკრაინას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს 600 რუსი, რომლებიც ომის დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი.

ირინა ვენედიქტოვას თქმით, ომის დაწყებიდან 15 000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა, სისხლის სამართლებრივი დევნა კი 80 პირის მიმართ დაიწყო.

"უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის 15 000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა. იდენტიფიცირებულია დაახლოებით 600 ეჭვმიტანილი და სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის წინააღმდეგ დაიწყო. ეჭვმიტანილთა სიაში შედიან რუსეთის მაღალი რანგის სამხედრო პირები, პოლიტიკოსები და პროპაგანდისტული აგენტები. ომი 15 000-მდე დანაშაულიდან, რამდენიმე ათასი დონბასის რეგიონში დაფიქსირდა. დანაშაულები მოიცავს ადამიანების შესაძლო იძულებით გადაყვანას რუსეთის სხვადასხვა ნაწილში, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - ამბობს ვენედიქტოვა. 

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში გამომძიებელთა ყველაზე დიდი ჯგუფი გაგზავნა, რომლის მიზანიც რუსეთის სისასტიკის გამოძიებაში უკრაინელების დახმარებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი