რუსული ჯარები სევეროდონეცკის ცენტრში არიან, ქალაქის უმეტესობას აკონტროლებენ - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სევეროდონცეკის ცენტრში არიან გამაგრებული.

როგორც მან აღნიშნა, სამშაბათს თავდასხმები ქალაქის ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით განხორციელდა.

გაიდაი ამბობს, რომ რუსები ახლა ქალაქის უმეტესობას აკონტროლებენ.

"რუსები შტურმით იჭრებიან, კონსოლიდირდებიან სევეროდონეცკის ცენტრში, აგრძელებენ ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების განადგურებას და ასევე ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს ქალაქში და მის გარშემო", - თქვა გაიდაიამ.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა იერიში მიიტანეს აზოტის მჟავის ავზზე ქიმიურ ქარხანაში. თვითგამოცხადებული ლუგანსკის მილიცია აფეთქებაში უკრაინის ძალებს ადანაშაულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი