შოლცი უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემასა და რადარის გადაცემას დაჰპირდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა პარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდის. მისი თქმით, უკრაინას გადასცემენ საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ყველაზე თანამედროვეს, მის შეიარაღებაში. 

შოლცი ამბობს, რომ ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, დაიცვას დიდი ქალაქები რუსული საჰაერო თავდასხმებისგან.

შოლცმა, ასევე, პირობა დადო, რომ უკრაინას მისცემს სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მტრის ჰაუბიცები, ნაღმტყორცნები და სარაკეტო არტილერია - ისევე როგორც მრავალი სარაკეტო გამშვები.

კანცლერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სარაკეტო დანადგარები ვერ შეძლებენ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას.

თებერვალში ომის დაწყების შემდეგ გერმანიამ უკრაინას მიაწოდა 15 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა, 100000 ხელყუმბარა და 5000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი