თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან - ზელენსკიმ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ბავშვებს მიმართა

გამოქვეყნდა:

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ბავშვებს ონლაინ-რეჟიმში მიმართა და უთხრა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში, მათი უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის:

"ვესაუბრე ჩვენს ბავშვებს, რომლებიც ახლა დროებით პოლონეთში იმყოფებიან, ასევე დროჰობიჩის ლიცეუმის მოსწავლეებს. ჩემთვის დიდი დღესასწაული იქნება დღე, როცა ყველა ბავშვი შეძლებს უკრაინაში უსაფრთხოდ დაბრუნებას. ამისთვის ყოველ დღე ყველაფერს ვაკეთებთ. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, რისთვისაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი