ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რომლითაც სამიზნის განადგურება 80 კმ-მდე მანძილზეა შესაძლებელი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს, რათა ქვეყანას რუსეთისგან თავის დაცვაში დაეხმაროს.

საუბარია M270 ტიპის სარაკეტო სისტემებზე, რომლითაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზეა შესაძლებელი.

"დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც მათი ქვეყნის დასაცავად არის საჭირო. რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერაც უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები ქალაქების გასანადგურებლად იყენებენ", - აღნიშნა უოლესმა.

ბრიტანეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ "უკრაინის ჯარისთვის ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა". მათივე თქმით, ეს ნაბიჯი "მჭიდროდ კოორდინირებულია" შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობაში თქვეს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი