ამერიკა უკრაინისთვის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს - Reuters

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინას მიჰყიდოს ოთხი  MQ-1C Grey Eagle უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, Hellfire-ის რაკეტებით აღიჭურვოს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ს სამმა წყარომ მიაწოდა.

წყაროები ამბობენ, რომ თვითმფრინავების გაყიდვა კონგრესმა შესაძლოა, დაბლოკოს.

"რუხ არწივს" შეუძლია 30 ან მეტ საათამდე ფრენა, შეუძლია შეაგროვოს დიდი რაოდენობით მონაცემები სადაზვერვო მიზნებისთვის, ასევე Hellfire-ს დაახლოებით რაკეტის გადატანა.

ოფიციალური პირის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, კონგრესს აცნობოს უკრაინისთვის პოტენციური მიყიდვის შესახებ უახლოეს დღეებში საჯარო განცხადების შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი