
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება და რუსული ძალები ქალაქის დაახლოებით 80%-ს აკონტროლებენ.
მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის სამხერთითა და დასავლეთით მდებარე დასახლებებში, რადგან მტერი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს.
"სამწუხაროდ, მტერმა ქალაქის უდიდესი ნაწილი ხელში ჩაიგდო, ჩვენი არმია გარკვეულ ნაწილს იცავს, ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, ჩვენმა სამხედროებმა რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მტერი უკან დახიეს და 6 რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, ველოდებით ჩვენებას, რომელსაც ტყვეები მოგვცემენ, შემდეგ უკვე გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ლუგანსკის ოლქში არ არსებობს დასახლება ან სოფელი, რომელსაც მტერი არ უტევს, ინტენსიურად ბომბავენ ყველასა და ყველაფერს", - თქვა გაიდაიმ.
მისივე თქმით, მიუხედავად ინტენსიური ბრძოლებისა ცდილობენ ქალაქებში დარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთი მიაწოდონ და ევაკუაციაში დაეხმარონ. გაიდაი ამბობს, რომ სევეროდონეცკის შემდეგ მტრის სამიზნე ლისიჩანსკი იქნება, თუმცა ამისთვის ჯერ სევეროდონეცკი უნდა აიღონ, რაც არც ისე მარტივია.