მერკელმა დუმილი დაარღვია და დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში

გამოქვეყნდა:

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ამ წელს მის პირველ საჯარო გამოსვლაში დაარღვია დუმილი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. 

ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე მან მხარი დაუჭირა გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-სა და სხვათა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს "ამ ბარბაროსული ომის დასრულებას".

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა, შეიჭრა რუსეთი და მხარდაჭერა მის თავდაცვის უფლებას", - თქვა მან.

მერკელს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან თანამშრომლობას და მისი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, დათანხმდა Nord Stream 2 გაზსადენის პროექტს. ეს პროექტი საბოლოოდ ახალმა კანცლერმა შეაჩერა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი