ხელოვნების მუზეუმიდან, უნიკალური ექსპონატების ევაკუაცია თეა წულუკიანმა იმ გეგმით დაიწყო, რომელიც მუზეუმის ყოფილმა და მისივე გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს.
"წულუკიანს მოუწია წასულიყო იმ გეგმით რომელიც გვქონდა შემუშავებული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეს გასაკვირი არ არს იმიტომ რომ ეს გეგმა თავის დროზე შეადგინეს სამუზეუმო საქმის საუკეთესო სპეციალისტებმა ამ ქვეყანაში, რომლებსაც წულუკიანი დაუპირისპირდა, 1 წლის წინ ეს გეგმა უარყო, თუმცა 1 წლისთავზე ფაქტია, რომ მიდის ამ გეგმით, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ კოლექციის ინტერესია მთავარი და ის, რომ კოლექცია გადადის უსაფრთხო და მისთვის შესაბამის ადგილას, ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა" - ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე.
უნიკალური ექსპონატების ევაკუაცია ხელოვნების მუზეუმიდან გუშინ დაიწყო და უკვე მეორე დღეა გრძელდება;
პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ანჩისხატის მცველებს საკუთარი მოთხოვნები აქვთ და ამბობენ, რომ ექსპონატმა მუზეუმიდან ეკლესიაში უნდა გადაინაცვლოს. სფეროს სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ის მუზეუმში, შესაბამის პირობებში უნდა იყოს დაცული.
შეგახსენებთ, ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფმა ამ მოთხოვნით აქცია გუშინაც გამართა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.
ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გატანილია 11 ექსპონატი. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადავა, რომელიც ხელოვნების მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს, ნაწილი კი იმავე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ბე კორპუსში.
პროცესი დღესაც გაგრძელდება, ხოლო რა ბედის ელის შენობას, რომელიც მინისტრმა ამორტიზებულად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი რეაბილიტაციაც შეუძლებელია, უცნობია.
იხილეთ ასევე: