უკრაინის, დაახლოებით 20% რუსეთის კონტროლის ქვეშაა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის კონტროლის ქვეშაა და დონბასის რეგიონი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ამის შესახებ მან ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"დღეს მდგომარეობით, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% არის ოკუპანტების კონტროლის ქვეშ, თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს ბევრად აღემატება ბენილუქსის ყველა ქვეყნის ტერიტორიას ერთად", - განუცხადა ზელენსკიმ პალატას.

ზელენსკიმ თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება ფრონტის ხაზის გასწვრივ, ათასზე მეტ კილომეტრზე. მისი თქმით, ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში 30 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - "ეს მეტია, ვიდრე საბჭოთა კავშირიდან დაღუპულთა რიცხვი ავღანეთში ომის 10 წლის განმავლობაში, მეტია, ვიდრე რუსეთიდან დაღუპულთა რიცხვი ჩეჩნეთის ორ ომში".

უკრაინის პრეზიდენტმა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი ხავიერ ბეტელი კიევში მიიწვია და სთხოვა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ უკრაინის ამბიციას გაწევრიანდეს ევროკავშირში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი