რუსეთი წარმატებას აღწევს აღმოსავლეთში, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსის დანახარჯით - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის თავდაცვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ტაქტიკურ წარმატებას აღწევს დონბასის რეგიონში, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯის ფონზე. 

დაზვერვა წერს, რომ რუსეთის საწყისი გეგმის [კიევის აღება, მთავრობის დამხობა] ჩავარდნის შემდეგ, რაც სავარაუდოდ, განპირობებული იყო მცდარი დაგეგმარებითა და ცუდი ტაქტიკური შესრულებით, რუსეთმა ფოკუსი დონბასზე გადაიტანა.

"რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ს და სავარაუდოდ დაამყარებს სრულ კონტროლს უახლოეს ორ კვირაში. რუსეთმა ამ ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებით, ძალისა და ბრძოლის ერთ ნაწილზე კონცენტრაციით", - წერს თავდაცვა.

უწყების ცნობით, რუსეთმა ვერ შეძლო მანევრების ან გადაადგილების გენერირება სხვა ფრონტებზე ან ღერძებზე, რომელთაგან ყველა გადავიდა თავდაცვაზე.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ "რუსეთის თავდაპირველი გეგმის გათვალისწინებით, არც ერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული". უწყების თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს დასჭირდება ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის უზარმაზარი ინვესტიცია და სავარაუდოდ, კიდევ ბევრი დრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი