
თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა თურქეთი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის მიერ მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს ყიდულობენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ბოდნარმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიმართა თურქეთის ხელისუფლებასა და ინტერპოლს, რათა უკრაინას დაეხმარონ იმის გამოძიებაში, თუ ვინ მონაწილეობს თურქეთის წყლების გავლით უკრაინული ხორბლის ტრანზიტში.
კიევში აცხადებენ, რომ რუსები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იპარავენ საცავებში არსებული უკრაინული ხორბალს და ის გასაყიდად გააქვთ.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსული გემი, რომელიც ანექსირებულ ყირიმში 27 ათასი ტონა ხორბლით დაიტვირთა, ცდილობდა ეგვიპტეში შესულიყო, მაგრამ უარის შემდეგ შეიცვალა კურსი და გეზი ლიბანისა და სირიისკენ აიღო.