
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ემბარგოს შემოღება ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება რუსეთს თავის ინდუსტრიაში შეუძლია.
ამასთან, პოლონეთის პირველი დიპლომატის თქმით, ასევე აუცილებელია რუსული აქტივების კონფისკაცია ევროპაში და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
"სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს - იმ გაზის კონტექსტში, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაყიდოს, ყველა რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის კონტექსტში. მე ძირითადად ვსაუბრობ გაზპრომბანკზე", - განაცხადა პაველ იაბლონსკიმ.