
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლა რუსეთის სამხედრო მდგომარეობას დაამძიმებს, - ამის შესახებ აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ შვედ კოლეგასთან, შვედეთის პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთის გადმოსახედიდან, ეს მათთვის სამხედრო თვალსაზრისით ძალიან პრობლემური იქნება, ნატოსთვის კი ძალიან მომგებიანი", - თქვა მარკ მილიმ.
შეხვედრა ბალტიის ზღვაში NATO-ს ყოველწლიური წვრთნების წინ გაიმართა. მასში შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობს.
შეგახსენებთ, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად 18 მაისს გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.