უკრაინა იბრძვის გადარჩენისთვის, ამ ფაზაში EU-ში სწრაფი მიღება ვერ იქნება აქტუალური საკითხი - ავსტრიის კანცლერი

გამოქვეყნდა:

ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სრულ წევრობას შორის შუალედური სივრცე უნდა შეიქმნას ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა.

ნეჰამერის თქმით, ე.წ. მოსამზადებელი სივრცე ქვეყნებს საშუალებას მისცემს მიაღწიონ ევროკავშირის სტანდარტებს, ისევე როგორც ეს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (EFTA) ხდება.

"ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი მიზნის გარშემო, ყველას გვინდა ძლიერი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა.

ამჟამად უკრაინა იბრძვის მისი პოლიტიკური და ტერიტორიული გადარჩენისთვის. ყველა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რუსეთის აგრესიის დასრულებისკენ. ამ ფაზაში ევროკავშირში სრული სწრაფი მიღება ვერ იქნება აქტუალური საკითხი",-თქვა მან.

ნეჰამერმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დებატები ემოციების გარეშე უნდა წარიმართოს და აღნიშნა, რომ უკრაინის სწრაფად გაწევრიანება "რეალისტური არაა".

"ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული მოსამზადებელი სივრცე, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირთან ნაბიჯ-ნაბიჯ თანამშრომლობასა და ევროპულ სტანდარტებთან უკეთ ადაპტირებას",-თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ მანამ, სანამ 1995 წელს, ავსტრია ევროკავშირის წევრი გახდებოდა, ქვეყანამ ათწლეულობის განმავლობაში მსგავსი გზა გაიარა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსხვავებული მოდელები, მისივე თქმით, ქვეყანას ევროკავშირის სრული წევრობა სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი