კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და სასამართლოს, ნიკა გვარამიას ბრალი დამოუკიდებლად განიხილონ - RSF

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ორგანზიაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს"  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კავალიერი "მთავარ არხთან" საუბრისას ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადიახედოს ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გადაწყვეტილება. 

მისი თქმით, შემაშფოთებელია ბოლო დროს საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის მზარდი საფრთხეები.

"ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც მიზნად ისახავს ოპოზიციური არხის დასუსტებას. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და სასამართლოს ნიკა გვარამიას ბრალი დამოუკიდებლად განიხილონ.  საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს. შეგახსენებთ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში არ არის დანაშაულის ნიშნები.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის მზარდი საფრთხეების გამო. სასამართლო სისტემა საჭიროებს დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკური დაკვეთებისგან, ამ შემთხვევაში კი ეს ასე არ მოხდა, ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს", - თქვა ჟან კავალიერიმ.

იხილეთ ორგანიზაციის განცხადება: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი