
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ქალაქ სევეროდონეცკის ნახევარს უკრაინის ძალები აკონტროლებენ. გასულ კვირას გაიდაიმ თქვა, რომ ქალაქის 80%-ს რუსეთის ძალები აკონტროლებენ, თუმცა ქუჩის დაპირისპირებების დროს მათ უკან დაიხიეს.
"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაასუფთავეს ქალაქის ნახევარი. ქალაქის ნახევარს ნამდვილად ჩვენი დამცველები აკონტროლებენ", - დაწერა მანდ Telegram არხზე.
მისი განცხადებით, ქალაქში ჯერ კიდევ დაახლოებით 15 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, ევაკუაცია კი შეუძლებელია მუდმივი საბრძოლო მოქმედებების გამო. მიუხედავად ოფიციალურად ევაკუაციის შეჩერებისა მოხალისეებისა და ოფიციალური უწყებების დახმარებით ლისიჩანსკინდან 98 ადამიანის გაყვანა მოხერხდა.
მისივე თქმით, ელოდებიან, რომ რუსეთი გააორმაგებს ძალისხმევას ქალაქის ასაღებად მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მძიმე არტილერიის გამოყენებით.