დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ ნაწილს უგზავნის - BBC

გამოქვეყნდა:

დიდი ბრტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხის მიუხედავად, ისინი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას უგზავნიან. 

მისი განცხადებით, M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა უკრაინას დაეხმარება თავდაცვაში. ბრიტანეთის მთავრობას არ დაუკონკრეტებია გასაგზავნი იარაღის რაოდენობა, თუმცა BBC წერს, რომ თავდაპირველად ეს იქნება 3.

კვირას პუტინმა მორიგი მუქარა გააჟღერა და თქვა, რომ გააფართოვებს სამიზნეების სიას უკრაინაში, თუ დასავლეთი მას შორ მანძილზე მოქმედ იარაღს გაუგზავნის. 

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები გაივლიან წვრთნას, თუ როგორ გამოიყენონ გამშვები მოწყობილობები დიდ ბრიტანეთში უახლოეს კვირებში.

"როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა იყოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გაშვების სააკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების გასასწორებლად", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინირებულია, რომელმაც, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი