ნამდვილი გმირები, ისინი ჩვენს შორის არიან - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კვირას საღამოს, ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ფრონტის ხაზზე, ლისიჩანსკსა და სოლედარში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამაყობს ყველათი ვისაც შეხვდა, ხელი ჩამოართვა, მხარი დაუჭირა.

ზელენსკი მარიუპოლის მცხოვრებლებსაც შეხვდა და იმ პირობებს გაეცნო, რომლებშიც ისინი იმყოფებიან:

"შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დატოვება ცოცხლად და ბავშვებთან ერთად.  პირობები ვნახე – დროებითი, მაგრამ არა ცუდი. მოვისმინე მათი რთული კითხვები. ვფიქრობ, მათ მოვაგვარებთ.

თითოეულ ოჯახს აქვს თავისი ისტორია. უმეტესობა მამაკაცის გარეშე იყო. ვიღაცის ქმარი წავიდა ომში, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ტრაგედიაა. არც სახლი, არც საყვარელი ადამიანი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ბავშვებისთვის. ნამდვილი გმირები - ისინი ჩვენს შორის არიან", - თქვა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, ზელენსკი ზაპოროჟიეშიც ჩავიდა, სადაც სამხედროები დააჯილდოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი