
"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ხათუნა სამნიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ორი პირი თავს დაესხა, საგამოძიებო უწყება დატოვა. ის 3 საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ამბობს, რომ მომხდარი იმ სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილი იყო, რაც ბოლო დღეებში, მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. აქვე, ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას პრორუსების თავდასხმების შესწავლა ურჩია:
აღვწერე დეტალურად ამ გამოკითხვაზე, რა იყო, როგორ იყო. რომ ჩვენ პრესკონფერენციის შემდეგ ფეხით მოვდიოდით რუსთაველზე და იქ, ქაშუეთთან, შეგვხვდა ორი კაცი, რომლებმაც მომმართეს არასწორად იქცევითო და მოვყევი ის პერიპეტიები, რაც იყო. პარალელურ რეჟიმში, თურმე, რომ ფალავანდიშვილის აქცია იყო ევროკავშირთან, ამ გამოკითხვაში ესეც გავიხსენე...
შევთავაზე საგამოძიებო ორგანოს, რომ კარგად შეისწავლონ კადრები 5 ივლისის, ფილარმონიასთან აქციის, ყველანაირი ორკების პრორუსული აქციის თავდასხმები და აღმოაჩენენ, რომ როგორც ამ კაცს, ისე მის თანამზრახველს, - ამბობს დათო ბერძენიშვილი.
ამ წუთებში კი საგამოძიებო უწყებაში ხათუნა სამნიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც წარსულში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების სხვა აქციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე. პოლიციამ ისიც და მისი თანმხლები პირიც დააკავა.
იხილეთ ასევე: