უკრაინული არმია სულ უფრო აქტიურდება. დასავლური მხარდაჭერით ოკუპანტების წინაამდეგ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაა დაწყებული. სამხედროებს ამხნევებს ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც წინა ხაზზე იმყოფებოდა.
პარაკლელურად, აგრესიის მსხვერპლის დახმარებას აგრძელებს დასავლეთიც. უკრაინაში სულ უფრო მეტი და სულ უფრო მძლავრი შეიარაღება შედის, რაც კრემლის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. დღეს სერგეი ლავროვი დაიმუქრა, რომ რუსული შეტევა მით უფრო აგრესიული იქნება, რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს კიევი.
ოკუპანტები პოზიციების გამყარებას რეალურადაც ცდილობენ, მაგრამ კრემლის არმიას წინსვლა არ აქვს.