EU-მ კრემლი დაადანაშაულა სასურსათო კრიზისში - რუსეთის ელჩმა გაეროში სხდომა დატოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ელჩმა გარეოს უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვ მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთი დაადანაშაულა სურსათის მარაგის გამოყენებაში, როგორც "სტელსის რაკეტა განვითარებადი ქვეყნების წინააღმდგე".

მიშელმა აღნიშნა, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული და ხორბალი ჩარჩენილია კონტეინერებსა და გემებში ოდესის პორტში, შავ ზღვაში რუსული ხომალდების გამო. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულს იპარავენ.

მიშელმა პირდაპირ მიმართა ვასილ ნებენზიას და თქვა:

"რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბიკსენ და დესტაბილიზაციას იწვევს მთელ რეგიონებში. ამ სასურსათო კრიზისზე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი".

ნებენზიამ თქვა, რომ შეხვედრის დატოვება მოუწია ამის გამო, რომ შარლ მიშელი იქ ტყუილებს გასავრცელებლად მივიდა. გასვლის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ შეეძლო ოთახის დატოვება, "იქნებ უფრო ადვილია არ მოუსმინო სიმართლეს"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი