ბელარუსი გეგმავს ჯარის რაოდენობა 80 000-მდე გაზარდოს - უკრაინის გენერალური შტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ბელარუსი გეგმავს თავისი ჯარის თითქმის გაორმაგებას და 45 000-დან 80 000-მდე გაზრდას.

"სამხრეთის ოპერატიული სარდლობის შექმნის ფარგლებში დაგეგმილია ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა 80 000 ადამიანამდე. სამხედრო ნაწილების აღჭურვა იგეგმება შენახული ტექნიკური საშუალებების ხარჯზე", - ამბობს გენშტაბი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა რჩება ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხის ქვეშ ვოლინისა და პოლესიეს მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი