უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. მთავარი სამიზნე ახლა სევეროდონეცკია, რომლის დასაპყრობად საოკუპაციო ჯარი ყველა მეთოდს იყენებს. დაზვერვის ინფორმაციით, კრემლიდან გაცემული ბრძანებით, იმ შემთხვევაში თუ ქალაქს ვერ დაიკავებენ, ის ნანგრევებად უნდა იქცეს.
ანალოგიურად მძიმეა მდგომარეობა დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებში, რომლებსაც რუსები ხმელეთიდან და ჰაერიდან უტევენ. უკრაინელი სამხედროები შეტევის მოლოდინში არიან ზაპოროჟიეს ოლქშიც. გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა ჯარმა უკვე დაიწყო გადაჯგუფება. მტრის მოგერიების პარალელურად უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს.