"რას ნიშნავს რუსეთის დამცირება? ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ" | ზელენსკი მაკრონზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინას არა ამცირებს, არამედ კლავს, ამიტომ უკრაინა მას იმავე ინსტრუმენტით უპასუხებს.

"არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რაზე ვსაუბრობთ? 8 წელზე მეტია ისინი ჩვენს ხალხს კლავენ, რაზე ვსაუბრობთ? ემანუელი ღრმად არის გათვითცნობიერებული ამ პროცესში, ის "ნორმანდიული ოთხეულის" ერთ-ერთი ლიდერია, კარგად ერკვევა მინსკის დოკუმენტის დეტალში.

არც კი ვფიქრობ, რომ ისინი უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ ისინი გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ, ჩვენ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ",-თქვა ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დამცირებული არ იყოს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძებნოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი