
პოლონეთი უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს გაუგზავნის. შესაბამის შეთანხმებას პრემიერმა მათეუშ მორავეცკიმ ხელი უკვე მოაწერა.
"ჩვენ ვაფორმებთ იარაღის ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ბოლო 30 წლის განმავლობაში... ეს იარაღი კარგად არის გამოცდილი და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი იქნება ბრძოლის ველზე", - თქვა მან.
მორავეცკის თქმითვე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ ევროკავშირი აფინანსებს, ხელშეკრულების ჯამური თანხა კი 3 მილიარდამდე ზლოტია, რაც დაახლოებით 628 მილიონი დოლარია.