მიკოლაევის დაბომბვას, ბოლო 24 საათში, 2 ადამიანი ემსხვერპლა | კიმი

გამოქვეყნდა:

მიკოლაევის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, სამხრეთ მიკოლაევის რეგიონში დაბომბვა გრძელდება. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების მხრიდან დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც კიმმა აღნიშნა, რუსებმა დაბომბეს ადმინისტრაციული შენობები, ამბულატორიული კლინიკა, სტადიონი და რაიონის საკრებულო.

მიკოლაევის გუბერნატორი ამბობს, რომ რეგიონში 3 700-ზე მეტი შენობაა დაზიანებული ან სრულად განადგურებული.

"ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მაგალითად, ორი დღის წინ გაანადგურეს უკრაინის უმსხვილესი მარცვლეულის საწყობი",-თქვა მან.

ასევე ვიტალი კიმის ინფორმაციით, რეგიონში საავადმყოფოები, აფთიაქები, მაღაზიები, მარკეტები და რესტორნები ღიაა.

"ჰუმანიტარული კრიზისი არ არის. ჩვენი ერთადერთი კრიზისი არის დამპყრობლები რუსეთიდან და დაბომბვა",-თქვა მან.

ამ დროისთვის კი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევსა და ხერსონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი