
Maxar Technologies-ის მიერ ორშაბათს გადაღებულ ახალ სატელიტურ სურათებზე ჩანს, რომ სულ მცირე ორი საავადმყოფო დაიბომბა უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში.
სევეროდონეცკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია ბოლოდროინდელი ბრძოლების შედეგად, თუმცა უკრაინა ამ დრომდე აფერხებს რუსეთის ჯარის მცდელობას, სრული კონტროლი დაამყარონ ქალაქზე.
სამხედრო დარტყმებისგან არც საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორია დაუზოგავთ. სატელიტური ფოტოები აჩვენებს ცენტრალურ სევეროდონეცკში, საავადმყოფოს კომპლექსის რამდენიმე შენობას, რომელთა სახურავებზეც დიდი წითელი ჯვარია გამოსახული, თუმცა ამის მიუხედავად, ეს ობიექტები განადგურებულია.
ფოტოებზე ჩანს სამხრეთ რუბიჟნეში კიდევ ერთი განადგურებული საავადმყოფო. დანგრეულია მიმდებარე შენობებიც, მათ შორის ფარმაცევტული კომპანია.