
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავიდა. ეს საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტია, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში სერბეთში მისი მოგზაურობა იძულებით გაუქმდა რადგან ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს.
ამის საპირისპიროდ, ლავროვი პირდაპირი რეისით ანკარაში ჩაფრინდა.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა არის უსაფრთხო დერეფნის შექმნა შავ ზღვაში, რათა ბოსფორის გავლით შესაძლებელი გახდეს მარცვლეულის, საკვებისა და სასუქის მსოფლიო ბაზარზე გატანა.