
თურქეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და მევლუთ ჩავუშოღლუს შორის მოლაპარაკება დასრულდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის ბრძოლის შეჩერებასა და ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ახალი საფუძველი არსებობდეს.
თურქეთი მიიჩნევს, რომ ომი დიპლომატიური პროცესით უნდა დასრულდეს "რაც შეიძლება მალე მთელი რეგიონისა და კაცობრიობის გულისთვის". თურქეთი მზადაა იყო დამხმარეს როლში.
"მარცვლეულის ექსპორტის შეჩერება ომის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია და ექსპორტის აღდგენის გეგმა უნდა დადგინდეს", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით ბევრი იდეა არსებობს თუ როგორ უნდა შეიქმნას დერეფანი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის. მანვე დასძინა, რომ გაეროს გეგმა გონივრულია და შესაძლებელია მისი განხორციელება, მაგრამ ეს მეტ მოლაპარაკებებს მოითხოვს.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი შესაძლოა, მოგვარდეს, მაგრამ უკრაინამ უნდა დაიწყოს განაღმვა, რათა გემების უსაფრთხო გავლა უზრუნველყონ.
"თუ უკრაინა მზად არის განაღმვის სამუშაოები დაიწყოს, მაშინ ჩვენც მზად ვართ ამისთვის [საკითხების გადასაჭრელად]", - თქვა მან.
ლავროვმა გაიმეორა კრემლის მტკიცება, რომ ყველა გემს, რომელსაც დერეფნის გამოყენება სურს, რუსეთი სურვილისამებრ მოქმედების საშუალებას აძლევს.