
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ევროკავშირის ტურს იწყებს, რათა დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დუდა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების განხილვის გარდა, პორტუგალიასა და იტალიაში უკრაინიდან სურსათის ექსპორტის საკითხის განხილვას გეგმავს.