მრავალი თვალსაზრისით, სევეროდონეცკში წყდება ჩვენი დონბასის ბედი - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სევეროდონეცკში წყდება დონბასის რეგიონის ბედი. მისი თქმით, სევეროდონეცკი დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.

"ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, სევეროდონეცკი გასული კვირების განმავლობაში ბრძოლის მთავარი ეპიცენტრია. რუსეთი ცდილობს ქალაქზე სრული კონტროლი დაამყაროს და ის ალყაში მოაქციოს, თუმცა უკრაინა მტრის შეკავებას ამ დრომდე ახერხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი