მაშინ როცა საქართველოს მთავრობა ცდილობს EU-სთან ფანჯრის დახურვას, მოულოდნელად ლავროვი ჩნდება შეთავაზებით - კრამონი

გამოქვეყნდა:

3 + 3 ფორმატის მორიგი შეხვედრის დაანონსებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება და 
წერს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ფანჯრის დახურვას ცდილობს, ლავროვის შეთავაზება კი ამ ფონზე "მოულოდნელად" ჩნდება:

"მაშინ როცა საქართველოს მთავრობა ცდილობს ევროკავშირთან ფანჯრის დახურვას, ლავროვი მოულოდნელად ჩნდება შეთავაზებით. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს საქართველოში გაუჩნდება ცდუნება წავიდეს ქართველის 80%-ის ნების წინააღმდეგ, ჯერ სთხოვეთ ლავროვს, სწრაფად დახატოს საქართველოს რუკა ისე, როგორც ხედავს მას", - წერს ვიოლა ფონ კრამონი

 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი