
კიევის საკრებულომ მინსკს დაძმობილებული ქალაქის სტატუსი ჩამოართვა - ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს და წერს, რომ მინსკს ძნელად შეიძლება ეწოდოს კიევის დაძმობილებული ქალაქი, რადგან ბელარუსია სწორედ ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდანაც გაფრინდა რუსული რაკეტები უკრაინის მიმართულებით.
"დღეს კიევის საკრებულომ მინსკს დაძმობილებული ქალაქის სტატუსი ჩამოართვა. მინსკს ძნელად შეიძლება ეწოდოს კიევის დაძმობილებული ქალაქი. ამიტომ, არაფერი შეგვშლია ბელარუსის დედაქალაქისთვის ასეთი სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილებაში, რადგან ბელარუსია ქვეყანა, რომლის ტერიტორიიდანაც რაკეტები გაფრინდა უკრაინის ქალაქებსა და დაბებში, რუსული ჯარი კი შემოიჭრა ჩვენს სახელმწიფოში", - წერს კლიჩკო