
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსულ სამთავრობო მედიასაშუალება РИА Новости-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC წერს, რომ ეიდენ ასლინი, 28 წლის, ნოტინჰემშირიდან, შონ პინერი, 48 წლის, ბედფორდშირიდან და მესამე მამაკაცი, მაროკოელი საუდუნ ბრაჰიმი, გაასამართლა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ. პროცესი პრორუსმა მეამბოხეებმა ჩაატარეს და სასამართლო არ არის საერთაშორისოდ აღიარებული.
ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი ედებათ "ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა" და "ტერორისტული ქმედებების განხორციელების მიზნით, ტრენინგის გავლაში", რაც ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
დონეცკის უზენაესმა სასამართლომ გამოატანა პირველი განაჩენი დაქირავებულებზე - ბრიტანელ ეიდენ ასლინს და შონ პინერს და მაროკოელ საადუნ ბრაჰიმს და მათ სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, - იუწყება რია ნოვოსტის კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან.
ცნობისთის, გასამართლებულებს შორის, სამივე უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრია, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტებს ომის დაწყებამდე.