"ომში, ყოველდღიურად, 100-დან 200-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

ომში, ყოველდღიურად, 100-დან 200-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების დანაკარგები ახლა ყოველდღიურად 100-დან 200 ადამიანამდე მერყეობს, რაც ომის დროს დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობის ყველაზე მაღალი რაოდენობაა.

პოდოლიაკმა თქვა, რომ მსხვერპლის გაზრდის მიზეზი არის რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობა საარტილერიო შესაძლებლობებში. მანვე დასძინა, რომ უკრაინა რუსეთთან პარიტეტს მიაღწევს, თუ ის150-დან 300-მდე მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი