მაკრონი პირობას დებს, რომ უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

მაკრონმა ზელენსკის უთხრა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის. 

როგორც ელისეის სასახლეში აცხადებენ, მაკრონმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი კიევის მხარესაა რუსული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

განცხადების თანახმად, მაკრონმა თქვა, რომ მისი ქვეყანა "მობილიზებული დარჩება უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მძიმე იარაღის ჩათვლით".

ცნობისთვის, საფრანგეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას CAESAR ჰაუბიცები და გაწვრთნა უკრაინელი ჯარისკაცები მათ გამოსაყენებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი