მიკოლაევში რუსეთმა ერთ-ერთი უდიდესი მარცვლეულის პორტი დაბომბა - დაიწვა 4 საწყობი

გამოქვეყნდა:

მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქში დაბომბა კერძო, მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი პორტი მთელ უკრაინაში.
 

მისი თქმით, სატვირთო უბანი დაზიანდა, დაიწვა 4 საწყობი და განადგურდა შიგნით არსებული მარცვლეული.

მერი ამბობს, რომ რუსეთის საბრძოლო ხაზები ამჟამად ქალაქიდან 20-30 კილომეტრშია, ისინი წინ და უკან მცირე მანძილით ინაცვლებენ. მისივე თქმით, უკრაინას აქვს მხოლოდ ქალაქის დაცვისთვის საკმარისი აღჭურვილობა, და არა თავდასხმისთვის.

მერი ამბობს, რომ მიკოლაევი ყოველდღიური დაბომბვების ქვეშაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი