
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 2 რუსი გენერალი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. ის ამ ეტაპზე დეტალებს არ აკონკრეტებს.
მანამდე, არესტოვიჩმა თქვა ისიც, რომ უკრაინელებმა სევეროდონეცკში კადიროვის აჰმადის პოლკი გაანადგურეს.