"მე ამ ეტაპზე მინდა, შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, ვალდებული ვიქნები, რომ ჩემს ხალხს ჩავაბარო ანგარიში", - თქვა პრემიერმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილი "შეთქმულების თეორიის" ახალ ვერსიას აანონსებს:
"23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს...", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია სავარაუდოდ, 24 ივნისამდე მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
გუშინ, Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, ჯეკ პაროკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე, ევროკომისია ასოცირების ტრიოს გაყოფას განიხილავს და შესაძლოა, საქართველომ კანდიდატის სტტაუსი ვერ მიიღოს.
ასევე იხილეთ: