ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე, ევროკომისია ასოცირების ტრიოს გაყოფას განიხილავს და შესაძლოა, საქართველომ კანდიდატის სტტაუსი ვერ მიიღოს, - ექსკლუზიურ ინფორმაციას Deutsche Welle-ს
ჟურნალისტი, ჯერ პაროკი ავრცელებს.
"ექსკლუზივი: ევროკომისიამ, შესაძლოა, გამიჯნოს მოლდოვა/უკრაინა და საქართველო, რის შედეგადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ პირველი ორი ქვეყანა მიიღებს", - წერს ის და განმარტავს, რომ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტიდან ფლობს.