თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც კი აღარ ერიდებიან | ნიკა მელია "ოცნებაზე" 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპარლამენტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა. 

როგორც მელიამ აღნიშნა, "ქართული ოცნებას" ახლა ორი მთავარი მიზანი აქვს - ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის ბედი წყდება, მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები აკეთონ და ბიძინა ივანიშვილის გული გაახარონ.

"ქართული ოცნების ინტერესი და ამბიცია არ არის იყოს ნაწილი ევროპული ოჯახისა. თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი. რაც უფრო ცოტა დრო რჩება მნიშვნელოვან 24 ივნისამდე უფრო და უფრო მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და მეორე მხრივ ეს განცხადებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სალბუნად დადებას", - ამბობს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უმნიშვნელო, სიმბოლური დოკუმენტი უწოდა, რომელიც "ტყუილებით არის გაჯერებული". გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსიც "სიმბოლურია", თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს". ასეთივე შინაარსის განცხადებები გააკეთა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი